open resources - ღია მასალა
ტერმინის წყარო:
'ღია მასალა', (10.04.2025), საქართველოს მთავრობის დადგენილება №478 აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ, მუხლი 2. ტერმინთა განმარტება.
განმარტება:
საგანმანათლებლო რესურსის ტიპი, რომლის გამოყენებაც სხვადასხვანაირად არის შესაძლებელი. ღია მასალა შესაძლოა იყოს, როგორც ბუნებრივი წარმოშობის (მაგ., კენჭები, ჯოხები, ფოთლები, ბუმბული და ა.შ.), ასევე ქარხნული (მაგ., მინისა და ხის ბურთულები, მუყაოს ყუთები, ქსოვილის ნაჭრები და ა. შ.). ბავშვების მიერ ღია მასალის გამოყენება ხელს უწყობს წარმოსახვის, შემოქმედებითობისა და კრიტიკული აზროვნების განვითარებას.
განმარტების წყარო:
'ღია მასალა', (10.04.2025), საქართველოს მთავრობის დადგენილება №478 აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ, მუხლი 2. ტერმინთა განმარტება.
კონტექსტი:
აღმზრდელ-პედაგოგი სტანდარტული სათამაშოების, საკანცელარიო ინვენტარისა და სხვა რესურსების გარდა, სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესში რეგულარულად იყენებს ღია, მეორად და ბუნებრივ მასალებსა და რესურსებს.
კონტექსტის წყარო:
საქართველოს მთავრობის დადგენილება №478 აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ, მუხლი 11. ფიზიკური გარემო.