Icteridae - ტრუპიალისებრნი

არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი

ტერმინის წყარო:

'Icteridae' (07.10.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
'ტრუპიალისებრნი', მირ. კუტუბიძე, ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია. თბილისი: მეცნიერება, 1973, გვ. 154

განმარტება:

ბეღურასნაირთა რიგის (Passeriformes ord.) ფრინველთა ოჯახი Icteridae fam. შავი, მურა, ნარინჯისფერი, წითელი ან ყვითელი ფერის ფრინველებია. ფრთები ჩვეულებრივ გრძელი და წამახვილებულია, თუმცა ზოგიერთს მოკლე და მომრგვალებულიც აქვს. ცხოვრობენ ხეებზე ან მიწაზე, გუნდურად ან მარტოდ. იკვებებიან ხილებით, მწერებითა და პატარა ხერხემლიანებით. ზოგიერთი სახეობა ბუდობრივი პარაზიტია.
გავრცელებული არიან ჩრდილოეთ, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში, ვესტინდოეთში.

განმარტების წყარო:

დაეფუძნა: 'Icteridae', A Dictionary of Zoology. Oxford: Oxford University Press, 2020

უკან დაბრუნება