Trochilidae - კოლიბრისებრნი

არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი

ტერმინის წყარო:

'Trochilidae' (07.10.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
'კოლიბრისებრნი', მირ. კუტუბიძე, ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია. თბილისი: მეცნიერება, 1973, გვ. 126

განმარტება:

ნამგალასნაირთა რიგის (Apodiformes ord.) ფრინველთა ოჯახი Trochilidae fam. პატარა, ძირითადად მწვანე, შავი ან ყავისფერი ფრინველებია, ყელზე, გვირგვინზე, თავსა და ზურგზე აქვთ კაშკაშა, მოელვარე-მბზინავი უბნები. ნისკარტი შეიძლება იყოს მოკლე ან გრძელი, სწორი ან მოღუნული. ფრთები გრძელი და ვიწროა, კუდი კი მომრგვალო, ოთხკუთხა ან ჩანგლისებრი. ცხოვრობენ ხეებზე, ბინადრობენ ტყეებში. იკვებებიან ნექტრითა და მწერებით. ბუდეებს იკეთებენ ხეებზე. გვხვდებიან ჩრდილოეთ, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში, ასევე ვესტინდოეთში.

განმარტების წყარო:

დაეფუძნა: 'Trochilidae', A Dictionary of Zoology. Oxford: Oxford University Press, 2020

ინგლისური სინონიმები:

  • hummingbirds
უკან დაბრუნება