Hirundinidae - მერცხლისებრნი

არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი

ტერმინის წყარო:

'Hirundinidae' (07.10.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
'მერცხლისებრნი', მირ. კუტუბიძე, ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია. თბილისი: მეცნიერება, 1973, გვ. 135

განმარტება:

ბეღურასნაირთა (Passeriformes ord.) რიგის ფრინველთა ოჯახი Hirundinidae fam. პატარა, ყავისფერი, მუქი ლურჯი ან მუქი მწვანე ფერის ფრინველებია, რომელთაგან ბევრს თეთრი ქვედა ნაწილი აქვს. ახასიათებთ მოკლე ნისკარტი, გრძელი და წამახვილებული ფრთები, საშუალო ან გრძელი კუდი, რომელიც ხშირად ჩანგლისებურადაა გაყოფილი. ფეხები მოკლეა, ზოგიერთ სახეობას ფეხები ბუმბულით აქვს დაფარული. ბინადრობენ ღია ადგილებში, იკვებებიან მწერებით. ადამიანის სამოსახლოსთან ცხოვრობენ სოფლის მერცხალი (Hirundo rustica) და ქალაქის მერცხალი (Delichon urbica). ოჯახის ფრინველები გავრცელებული არიან მთელ მსოფლიოში. ბევრი მათგანი გადამფრენია.

განმარტების წყარო:

დაეფუძნა: 'Hirundinidae', A Dictionary of Zoology. Oxford: Oxford University Press, 2020

ინგლისური სინონიმები:

  • swallows
უკან დაბრუნება