Galliformes - ქათმისნაირნი
არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი
ტერმინის წყარო:
'Galliformes' (04.10.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
'ქათმისნაირნი', მირ. კუტუბიძე, ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია. თბილისი: მეცნიერება, 1973, გვ. 158
განმარტება:
ფრინველების რიგი Galliformes ord. სხვადასხვა ზომისანი არიან. ნისკარტი, ფრთები და ფეხები მოკლეა. ძირითადად ხმელეთის ბინადარნი არიან. უმეტესობა კარგი მორბენალია. რიგში შედის მნიშვნელოვანი სანადირო ფრინველები, რომელთაგან ბევრი მოშინაურებულია და გავრცელებულია მთელ მსოფლიოში. მოიცავს 5 ოჯახს: კრაქსისებრნი (Cracidae), დიდფეხა ქათმები (Megapodiidae), ციცრისებრნი (Numididae), Odontophoridae და ხოხბისებრნი (Phasianidae).
განმარტების წყარო:
დაეფუძნა: 'Galliformes', A Dictionary of Zoology. Oxford: Oxford University Press, 2020