Fregatidae - ფრეგატისებრნი

არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი

ტერმინის წყარო:

'Fregatidae' (03.10.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი, ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
'ფრეგატისებრნი', მირ. კუტუბიძე, ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, გამომცემლობა „მეცნიერება“, თბილისი, 1973, გვ. 156

განმარტება:

რეგვენისნაირთა რიგის (Suliformes ord.) ფრინველთა ოჯახი Fregatidae fam. შედის ერთადერთი გვარი Fregata gen. დიდი ზომის, გრძელფრთიანი, მოხდენილი ტანის და უმეტესად შავი ფერის ზღვის ფრინველებია, აქვთ გრძელი, ღრმად ამოკვეთილი კუდი, გრძელი, წვრილი, კაუჭა ნისკარტი და პატარა, ნაწილობრივ აპკიანი ფეხები. გამრავლების პერიოდში მამრებს აქვთ დიდი, კაშკაშა-წითელი ჩიჩახვი, რომელსაც ჰაერით ბერენ და სადემონსტრაციოდ იყენებენ. გავრცელებული არიან წყნარი, ინდოეთის და ატლანტის ოკეანეების ტროპიკულ რეგიონებში.

განმარტების წყარო:

დაეფუძნა: 'Fregatidae', A Dictionary of Zoology, Oxford University Press, 2020

უკან დაბრუნება