Muscicapidae - მემატლიასებრნი

არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი

ტერმინის წყარო:

'flycatchers' (03.10.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი, ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
'მემატლიასებრნი', მირ. კუტუბიძე, ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, გამომცემლობა „მეცნიერება“, თბილისი, 1973, გვ. 134

განმარტება:

ბეღურასნაირთა რიგის (Passeriformes ord.) ფრინველთა ოჯახი Muscicapidae fam. მრავალფეროვანი ოჯახია, ხშირად აქვთ კაშკაშა შეფერილობის სხეული. გავრცელებულია ევროპაში, აფრიკაში, აზიაში და ავსტრალაზიაში. მეტწილად მეხეურები არიან და იკვებებიან მწერებით, რომლებსაც ჰაერში ან მიწაზე იჭერენ. ბუდეები ხეებზე, ბუჩქებზე ან ფუღუროებში აქვთ.

განმარტების წყარო:

დაეფუძნა: 'Muscicapidae', A Dictionary of Zoology, Oxford University Press, 2020

ინგლისური სინონიმები:

  • flycatchers
უკან დაბრუნება