Fringillidae - მთიულასებრნი
არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი
ტერმინის წყარო:
'Fringillidae' (03.10.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი, ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
'მთიულასებრნი', მირ. კუტუბიძე, ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, გამომცემლობა „მეცნიერება“, თბილისი, 1973, გვ. 139
განმარტება:
ბეღურასნაირთა რიგის (Passeriformes ord.) ფრინველთა ოჯახი Fringillidae fam. პატარა და საშუალო ზომის ფრინველებია (50 გვარითა და 300-მდე სახეობით). გავრცელებული არიან ევროპაში, აზიაში, აფრიკასა და ამერიკაში. გამოირჩევიან დიდი, კონუსისებრი ნისკარტით, რაც თესლების ჭამაში ეხმარებათ. ბუდეებს იკეთებენ ხეებზე, ბუჩქებსა და მიწაზე. იკვებებიან თესლებით, კვირტებითა და მწერებით.
განმარტების წყარო:
დაეფუძნა: 'Fringillidae', A Dictionary of Zoology, Oxford University Press, 2020
ინგლისური სინონიმები:
- finches