Conopophagidae - მუხლუხოჭამიასებრნი
არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი
ტერმინის წყარო:
'Conopophagidae' (18.09.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
'მუხლუხოჭამიასებრნი', მირ. კუტუბიძე, ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია. თბილისი: მეცნიერება, 1973, გვ. 142
განმარტება:
ბეღურასნაირთა რიგის (Passeriformes ord.) ფრინველთა ოჯახი Conopophagidae fam. პატარა, გრძელფეხება და მოკლეკუდა ფრინველებია. ძირითადად ზემოდან ყავისფერი, ქვემოდან კი თეთრი შეფერილობისა არიან. ცხოვრობენ სამხრეთ ამერიკაში. იკვებებიან მწერებით, რომლებსაც მიწაზე იჭერენ. ბუდეებს ბუჩქების ძირში იკეთებენ.
განმარტების წყარო:
დაეფუძნა: 'Conopophagidae', A Dictionary of Zoology. Oxford: Oxford University Press, 2020