Cathartidae - ამერიკული სვავისებრნი
არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი
ტერმინის წყარო:
'Cathartidae' (16.09.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
'ამერიკული სვავისებრნი', ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. თბილისი: მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, ტ. 1, 1975, გვ. 381
განმარტება:
ქორისნაირთა რიგის (Accipitriformes ord.) დიდი ზომის გრძელფრთიანი მტაცებელი ფრინველების ოჯახი (Cathartidae fam.). აქვთ შეუბუმბლავი თავი და სუსტი ფეხები. იკვებებიან ლეშით. გავრცელებული არიან ჩრდილოეთ, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში.
განმარტების წყარო:
დაეფუძნა: 'Cathartidae', A Dictionary of Zoology. Oxford: Oxford University Press, 2020
ინგლისური სინონიმები:
- New World vultures