translation - ტრანსლაცია
არსებითი სახელი
ტერმინის წყარო:
'translation' (04.08.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
'translation', ც. მენაბდე, ინგლისური-რუსულ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: მეცნიერება, 1983, გვ. 247
განმარტება:
რიბოსომების მიერ პოლიპეპტიდური ჯაჭვების სინთეზი საინფორმაციო რნმ-ის მატრიცის მიხედვით; გენეტიკური ინფორმაციის რეალიზაციის დასკვნითი ეტაპი.
განმარტების წყარო:
'translation' (04.08.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
კონტექსტი:
ტრანსლაციის პროცესში, უჯრედი თარგმნის გენეტიკურ მესიჯს და ამის მიხედვით აშენებს პოლიპეპტიდს.
კონტექსტის წყარო:
'translation' (04.08.2025), ნ. კემპბელი, ჯ. რისი, ბიოლოგია, თავი XVII. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2009, ინგლისურ ქართული პარალელური კორპუსი