recombinant - რეკომბინაციული, რეკომბინაციისა, რეკომბინანტული
ტერმინის წყარო:
'recombinant II' (25.07.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
'recombinant', ც. მენაბდე, ინგლისური-რუსულ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: მეცნიერება, 1983, გვ. 193
'recombinant' (25.07.2025), ნ. კემპბელი, ჯ. რისი, ბიოლოგია. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2009, ინგლისურ ქართული პარალელური კორპუსი
განმარტება:
რეკომბინაციასთან დაკავშირებული; ითქმის რეკომბინაციის შედეგად მიღებული / წარმოქმნილი ორგანიზმის, უჯრედის, დნმ-ის და ა.შ. შესახებ.
განმარტების წყარო:
'recombinant II' (25.07.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
კონტექსტი:
კროსინგოვერის შედეგად წარმოშობილ რეკომბინანტულ ქრომოსომებში ალელებმა შესაძლოა ახალი კომბინაციები წარმოქმნან, ხოლო მეიოზის შემდგომი მსვლელობისას რეკომბინანტული ქრომოსომები გამეტებში გადანაწილდებიან.
კონტექსტის წყარო:
'recombinant' (25.07.2025), ნ. კემპბელი, ჯ. რისი, ბიოლოგია, თავი XV. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2009, ინგლისურ ქართული პარალელური კორპუსი