Eurylaimidae - რქანისკარტასებრნი

მრავლობითი არსებითი სახელი

ტერმინის წყარო:

'Eurylaimidae' (14.07.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
'რქანისკარტასებრნი', მირ. კუტუბიძე, ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია. თბილისი: მეცნიერება, 1973, გვ. 148

განმარტება:

ბეღურასნაირთა რიგის (Passeriformes ord.) ფრინველთა ოჯახი Eurylaimidae fam. პატარა და საშუალო ზომის, კაშკაშა შეფერილობის ფრინველებია. აქვთ დიდი, ფართო, შებრტყელებული და მოკაუჭებული ნისკარტი. ბინადრობენ ღია, ტყიან ადგილებში, იკვებებიან მწერებით, ნაყოფით, თესლებითა და პატარა ხერხემლიანებით. გავრცელებული არიან აფრიკაში, სამხრეთ აზიაში, ინდონეზიასა და ფილიპინებზე.

განმარტების წყარო:

დაეფუძნა: 'Eurylaimidae', A Dictionary of Zoology. Oxford: Oxford University Press, 2020

უკან დაბრუნება