connexon - კონექსონი, ნახევარარხი
არსებითი სახელი
ტერმინის წყარო:
'connexon' (13.07.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი, ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
განმარტება:
ნექსუსის / ფოროვანი შეერთების ერთეული – ექვსი ცილისაგან / კონექსინისაგან შემდგარი სტრუქტურა მემბრანის ფორში, რომელიც მეზობელი უჯრედის შესაბამის კონექსონთან შეერთებით ქმნის უწყვეტ არხს უჯრედებს შორის, რომელსაც აქვს დახურვისა და გახსნის უნარი და ციტოპლაზმებს შორის იონებისა და მცირე მოლეკულების პირდაპირი გადაადგილების საშუალებას იძლევა.
განმარტების წყარო:
'connexon' (13.07.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი, ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
ინგლისური სინონიმები:
- hemichannel