RNA splicing - რნმ-ის სპლაისინგი
ტერმინის წყარო:
'RNA splicing' (20.06.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
განმარტება:
მ-რნმ-ის წინამორბედების პროცესინგის / ბუნებრივი მოდიფიკაციის ფორმა ევკარიოტებში – წინამორბედ მ-რნმ-იდან ინტრონების ამოჭრა და ეგზონების შემდგომი მიერთება მ-რნმ-ის მომწიფებული მოლეკულების წარმოქმნით.
განმარტების წყარო:
'splicing' (20.06.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
კონტექსტი:
ევკარიოტულ ბირთვში რნმ-ის პროცესინგის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია რნმ-ის მოლეკულიდან უკვე დასინთეზებული, საკმაოდ დიდი ნაწილების მოშორება - ამოჭრისა და დაწებების პროცედურა, რასაც რნმ სპლაისინგი ეწოდება.
კონტექსტის წყარო:
'RNA splicing' (20.06.2025), ნ. კემპბელი, ჯ. რისი, ბიოლოგია, თავი XVII. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2009, ინგლისურ ქართული პარალელური კორპუსი