gene - გენი
ტერმინის წყარო:
'gene' (10.06.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
'gene', ც. მენაბდე, ინგლისური-რუსულ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: მეცნიერება, 1983, გვ. 84
'გენი', ი. ლაჩაშვილი, მოკლე ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: განათლება, 1977, გვ. 72
განმარტება:
მემკვიდრულობის ძირითადი ერთეული; დნმ-ის, ხოლო ზოგიერთ ვირუსებში – რნმ-ის, მონაკვეთი, რომლის მეშვეობითაც ხდება მემკვიდრეობით ნიშან-თვისებათა მშობლისგან შთამომავლისთვის გადაცემა.
განმარტების წყარო:
'gene' (10.06.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
კონტექსტი:
მომავალ თაობას რეცესიული ნიშანი რომ გამოუვლინდეს, ასეთი გენი ორივე მშობლისგან უნდა გადაეცეს, დომინანტურის გამოსავლენად კი ისიც საკმარისია, აქტიური გენი მხოლოდ ერთი მშობლისგან ერგოს.
კონტექსტის წყარო:
'ყველაფერში დამნაშავეა გენები' (10.06.2025), aversi.ge