frameshift - ათვლის ჩარჩოს გადაადგილება, წაკითხვის ჩარჩოს გადაადგილება, ფრეიმშიფტი
არსებითი სახელი
ტერმინის წყარო:
'frameshift' (10.06.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
განმარტება:
მუტაცია, გამოწვეული დნმ-ის თანმიმდევრობაში ერთი ან ორი ნუკლეოტიდის ჩართვით, ან მისგან ერთი ან ორი ნუკლეოტიდის დაკარგვით, რის შედეგადაც იცვლება ტრიპლეტების ნუკლეოტიდური აგებულება დნმ-ის მთელი მოლეკულის გასწვრივ.
განმარტების წყარო:
'frameshift' (10.06.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
კონტექსტი:
- დნმ-ზე ქრომით ზემოქმედება იწვევს გც-ათ ტიპის ტრანზიციების ინდუქციას, თუთიის ქლორიდი და ბიქრომატები იწვევენ ათვლის ჩარჩოს გადაადგილებას.
- მათგან პირველია ELAC2, რომლის ინაქტივაცია ფრეიმშიფტის (Frame shift) გზით დადგენილია ზოგიერთ პოპულაციაში.
კონტექსტის წყარო:
- მ. გაიოზიშვილი, ქრომატინის მოდიფიკაცია პეპტიდური ბიორეგულატორების მოქმედებისას ხანდაზმულ ინდივიდებში. თბილისი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2015, გვ. 33,
- ლ. რამიშვილი, პროსტატის სიმსივნური ქსოვილისა და სისხლის უჯრედების მეტაბოლიზმის ზოგიერთი ასპექტის შესწავლა. თბილისი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2017, გვ. 50
ინგლისური სინონიმები:
- frameshift mutation