arrow
arrow down
checkbox search
                                                                                                                                                                                                • რეპტილიები

                                                                                                                                                                                                sea turtles - ზღვის კუები

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი, მრავლობითი რიცხვი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'Chelonioidea' (28.03.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                კუების რიგის (Testudines ord.) ქვეწარმავლების ზეოჯახი Chelonioidea superfam.; აერთიანებს ორ ოჯახს (Dermochelyidae და Cheloniidae) და 7 სახეობას.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'Chelonioidea' (20.04.2025), National Library of Medicine. Bethesda: National Institutes of Health
                                                                                                                                                                                                'sea turtle' (20.04.2025), Encyclopedia Britannica. Chicago: Encyclopaedia Britannica, Inc.
                                                                                                                                                                                                'Chelonioidea' (28.03.2025), World Register of Marine Species. Ostend: Flanders Marine Institute

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                ზღვის კუები ასეულ კმ გადიან საკვებისა და გამრავლებისათვის ხელსაყრელი ადგილებისაკენ.

                                                                                                                                                                                                კონტექსტის წყარო:
                                                                                                                                                                                                'ზღვის კუები', ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. თბილისი: მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, ტ. 4, 1979, გვ. 550

                                                                                                                                                                                                ინგლისური სინონიმები

                                                                                                                                                                                                marine turtles

                                                                                                                                                                                                Archaeopteryx - არქეოპტერიქსი

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'Archaeopteryx' (20.05.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
                                                                                                                                                                                                'არქეოპტერიქსი', ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. თბილისი: მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, ტ. 1, 1975, გვ. 599

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                ბუმბულიანი დინოზავრების გვარი Archaeopteryx gen. თავის დროზე ითვლებოდა პირველ ნამარხ ფრინველად. აღმოჩენილია 1861 წელს, ზედა იურულ ნალექებში.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                დაეფუძნა: 'Archaeopteryx' (20.05.2025), Encyclopedia Britannica. Chicago: Encyclopaedia Britannica, Inc.

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                ქალასა და ტვინის აგებულება არქეოპტერიქსს აახლოებს ქვეწარმავლებთან, რომელთაც იგი სხვა თავისებურებითაც (კბილიანი ყბები, ბრჭყალიანი სამი თითი ფრთებადქცეულ წინა კიდურებზე, გრძელი კუდი, არაპნევმატური ძვლები და სხვა) ემსგავსება, მაგრამ სხეულის საერთო აგებულებით, შებუმბვლითა და ზოგი სხვა ნიშნით იგი უფრო ფრინველებს ეკუთვნის.

                                                                                                                                                                                                კონტექსტის წყარო:
                                                                                                                                                                                                'არქეოპტერიქსი', ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. თბილისი: მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, ტ. 1, 1975, გვ. 599

                                                                                                                                                                                                Archosauria - არქოზავრები

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'Archosauria' (20.05.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                დიაფსიდური ამნიოტების ქვეკლასი Archosauria subcls., რომელიც მოიცავს დინოზავრებს, პტეროზავრებსა და ნიანგებს, აგრეთვე ფრინველებს.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'Archosauria' (20.05.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                კონტექსტი

                                                                                                                                                                                                არქოზავრები უძველესი ნაშთები ტრიასულ ნალექებში გვხვდება. ბინადრობდნენ ხმელეთსა და ჰაერში, თუმცა მათი ერთი ნაწილი წყალშიც ცხოვრობდა.

                                                                                                                                                                                                კონტექსტის წყარო:
                                                                                                                                                                                                'არქოზავრები', ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. თბილისი: მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, ტ. 1, 1975, გვ. 609

                                                                                                                                                                                                synsacrum - რთული გავა

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'synsacrum' (12.11.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                გავისა და წელის განყოფილების მალების შეზრდის შედეგად წარმოქმნილი ჩონჩხის სტრუქტურული ელემენტი ფრინველებსა და დინოზავრებში, რომელსაც მენჯის სარტყელი უჭირავს.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'synsacrum' (12.11.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                tarsometatarsus - გალო

                                                                                                                                                                                                არსებითი სახელი
                                                                                                                                                                                                ტერმინის წყარო:
                                                                                                                                                                                                'tarsometatarsus' (18.11.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014

                                                                                                                                                                                                განმარტება

                                                                                                                                                                                                რამდენიმე ძვლის შეზრდის შედეგად წარმოქმნილი ფეხის ნაწილი თითებიდან წვივამდე ფრინველებსა და ზოგიერთ დინოზავრში.

                                                                                                                                                                                                განმარტების წყარო:
                                                                                                                                                                                                'tarsometatarsus' (18.11.2025), ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. თბილისი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თსუ, 2014
                                                                                                                                                                                                სულ ნაპოვნია 5 ტერმინი